წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ინდ მეწარმე ზურაბ კორკიტის შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის (electrobike.ge) გამოყენებას. ვებ-გვერდი electrobike.ge ან/და მასთან

დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის ინდ მეწარმე ზურაბ კორკიტის მიერ კლიენტების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც electrobike.ge პლატფორმა.


პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც electrobike.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფინდენციალური პოლიტიკის შესახებ შესაბამისად.

electrobike.ge-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით electrobike.ge-ის კონფინდენციალურობის პოლიტიკას.

ყველა კლიენტი, რომელსაც სურს electrobike.ge პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. electrobike.ge ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტისა შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

1. ტერმინთა განმარტება
1.1 ანგარიში – ნიშნავს კლიენტის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.2 ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას;
1.3 კლიენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს 1.4 electrobike.ge პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;
1.5 electrobike.ge - ჩვენ – ნიშნავს ინდ მეწარმე ზურაბ კორკიტი, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული მისამართი: 1 დმანისი ქუჩა, თბილისი;
1.6 მომხმარებელი – ნიშნავს electrobike.ge პლატფორმაზე რეგისტრირებულ კლიენტს;
1.7 მხარეები – ნიშნავს electrobike.ge და  მის მომხმარებლებს;
1.8 electrobike.ge პლატფორმა – ინდ მეწარმე ზურაბ კორკიტი მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ვებ-გვერდს;
1.9 ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და ინდ მეწარმე ზურაბ კორკიტი შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

2. განცხადებები და გარანტიები
2.1.8 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;2.1.7 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,electrobike.ge მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები
2.1.6 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.1.5 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.1.4 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.1.3 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.1.2 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.1.1 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

 

2.2 კომპანია პასუხისმგებელია
2.2.8 წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;2.2.7 ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს კლიენტსთან არსებული გარიგებიდან;
2.2.6 პროდუქტის ხარისხზე;
2.2.5 პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
2.2.4 მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2.2.3 კლიენტსა და electrobike.ge შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე;
2.2.2 პროდუქციის ხარისხსა და პლატფორმაზე განთავსებულ მონაცემებთან მისი მახასიათებლების შესაბამისობაზე;
2.2.1 კლიენტსა და electrobike.ge შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისას იდება ხელშეკრულება (შემდგომში „ნასყიდობის ხელშეკრულება“), რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს. შესაბამისად, კომპანია და კლიენტი პასუხისმგებელნი არიან:

3. electrobike.ge-ს მომსახურებით მყიდველის მიერ სარგებლობისათვის:
ან ელ.ფოსტაზე: cekvage1@gmail.com3.6 თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა კომპანიის მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე : +995 571 40 80 80
3.5 ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
3.4 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
3.3 რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
3.2 რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
3.1 მყიდველი შეუძლია რეგისტრირდება ვებ-გვერდზე electrobike.ge

4. ავტორიზაცია
4.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
4.2 ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

5. კლიენტის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება
5.1 ავტორიზაციის კლიენტი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
5.2 ნავიგაციის ღილაკების საშუალებით კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის,  პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
5.3 კლიენტი  „კალათაში დამატება“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
5.4 პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ კლიენტი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
5.5 კლიენტი electrobike.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.

6. electrobike.ge-ს  და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
6.1 კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
6.2 საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის electrobike.ge.
6.3 საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას electrobike.ge-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური ემატება პროდუქტის ღირებულებას.
6.4 მყიდველი electrobike.ge-თან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
6.4 1 electrobike.ge-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით
6.4 2 ნაღდი ანგარიშწორებით

7. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
7.1 electrobike.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
7.2 მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს electrobike.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.

 

8.electrobike.ge პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა electrobike.ge ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
8.2 electrobike.ge უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.electrobike.ge არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
8.3 თქვენ ადასტურებთ, რომ electrobike.ge არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
8.4 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ  electrobike.ge-ს ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
8.5 electrobike.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
8.6 თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ electrobike.ge-ის ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება  (electrobike.ge-ის მითითების შესაბამისად) ან  electrobike.ge შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
9.1 წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
9.2 კლიენტის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად electrobike.ge-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების  შეწყვეტას;

10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
10.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
10.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
10.3 ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
10.4 თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

11. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
11.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება electrobike.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა electrobike.ge ნებისმიერი არხით სარგებლობისას.

 

12. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
12.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფინდენციალურობის პოლიტიკას ჩვენს ვებ-გვერდზე – electrobike.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
12.2 კონფინდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით electrobike.ge-ის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც electrobike.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.

13. ნივთის შეძენა და მიღების წესი
13.1 კლიენტი electrobike.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
13.2 შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
13.2.1 თავად შემძენი (კლიენტი) პირადად;
13.2.2 კლიენტის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
13.3 თუ კლიენტი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან electrobike.ge-ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომოანიამ-მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
13.4 წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ.
13.5 კლიენტის მიერ პროდუქტის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება electrobike.ge-ს მიერ ხდება მხოლოდ კლიენტზე ან კლიენტის მიერ მითითებულ სრულწლოვან პირზე წინამდებარე წესების გათვალისწინებით.